პოლკოვნიკი იუსსი ტაპანი ანტონ სარესსალო დაიბადა 1947 წელს ვიროლაჰტში, ფინეთში. იგი დაოჯახებულია და ჰყავს ორი ვაჟი.განათლება
ბატონმა სარესსალომ დაამთავრა სამხედრო აკადემია 1971 წელს. გარდა ამისა იგი ფლობს კაპიტნის კურსის (1976), სამხედრო კოლეჯის (1981), უფროს ოფიცერთა კურსის (1989), ეროვნული თავდაცვის კურსის (1998) და ასევე რამდენიმე სამშვიდობო კურსების დიპლომებს.
სამუშაო გამოცდილება
2010 წლის 15 სექტემბერს ბატონი სარესსალო დაინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) ხელმძღვანელის მოადგილედ. ფინეთის სამხედრო ძალებში მსახურობის პერიოდში მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის სამხედრო აკადემიის მეთაურის თანამდებობა. იგი მსახურობდა რამდენიმე საერთაშორისო მისიაში: კონფლიქტის მოგვარების კონტროლის გაეროს ორგანიზაციაში, გაეროს დროებით ძალებში ლიბანში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ნატოს მასტაბილიზირებელ ძალებში და სუდანში აფრიკული კავშირის II მისიაში. მისი საერთაშორისო მუშაობის დიდი ნაწილი მიმართული იყო სამშვიდობო ოპერაციების შესაძლებლობათა გაზრდის, სამოქალაქო - სამხედრო თანამშრომლობის და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე.
მას პოლკოვნიკის წოდება გააჩნია და სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და მედალი.










