EUMM
En | Ge | Ru
ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია RSS RSS

ერთნაირი თანაფარდობით დიპლომატი და ადვოკატი, მისიის ხელმძღვანელი არის ბრიუსელის წარმომადგენელი რეგიონში, თვალი და ყური ყველაფრისა რაც საქართველოში ხდება და ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინტერესების გამომთქმელი.

მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განსახორციელბლად უფლებამოსილია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ. ის განკარგავს ყველა ოპერაციას ადგილზე, პასუხისმგებელია პოლიტიკურ კონტაქტებზე ყველა მხარესთან და მისიაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიური ანგარიშები, რომლებიც მისიის ხელმძღვანელის ხელმოწერით ევროპის დედაქალაქებში იგზავნება, მნიშვნელოვანი საშუალებაა ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების იმ მოვლენებზე მისაქცევად, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას.

მისიის ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს კონსულტაციებს მთავრობის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ლიდრებთან და სხვებთან და ხშირ მოგზაურობას მონიტორებთან რეგიონში და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებთან ბრიუსელში მუდმივად შეხებაში ყოფნისათვის.

აგვისტოს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღსადგენი ნაბიჯების ინიცირებისათვის, მისიის ხელმძღვანელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია მისი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოყენებაა. მისი დამოუკიდებლობიდან, მიუკერძოებლობიდან და სამართლიანობიდან გამომდინარე, მისიის ხელმძღვანელს შეუძლია მიიღოს ზომები როგორც საჯაროდ ისე ინდივიდუალურ დონეზე, რათა თავიდან აიცილოს უსაფრთხოების შელახვა და უთანხმობის შექმნა, მისი ესკალაცია ან გავრცელება რეგიონში.

ბ-ნი ანდჟეი ტიშკევიჩი პოლონეთიდან არის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. ის დაინიშნა უმაღლესი წარმომადგენელის კეტრინ ეშტონის მიერ 2011 წლის 5 ივლისს. ბატონმა ანდჟეი ტიშკევიჩმა შეცვალა ელჩი ჰაბერი, რომელმაც საქართველო 2011 წლის აპრილის ბოლოს დატოვა ბრიუსელში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურისა და სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად.

ბ-ნი ანდჟეი ტიშკევიჩი არის გენერალ ლეიტენანტი (გადამდგარი), მან დაამთავრა პოლონეთის სამხედრო აკადემია ვროცლავში; ფრუნზეს სახელობის სამხედრო სამეთაურო და საშტაბო აკადემია მოსკოვში და
ვოროშილოვის სახელობის სამხედრო გენშტაბის აკადემია მოსკოვში. ადრე ის მსახურობდა ცენტრალურ-სამხრეთის ნაწილის მრავალეროვანი დივიზიის სარდალ გენერლად ერაყში, პოლონეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილეთ, აგრეთვე როგორც თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე ანკარაში,თურქეთი, ის იყო პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში

ბ-ნ ანდჟეი ტიშკევიჩის ბიოგრაფიული მონაცემები

 

 

მუშაობა უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად
Get the Flash Player to see this player.
© EUMM 2010
Copyright © All rights reserved. European Union Monitoring Mission in Georgia
კრწანისის რეზიდენცია, კრწანისის ქ. 49, თბილისი, საქართველო,
ფაქსი: +87 0782244324, ელფოსტა: press@eumm.eu