ფილიპ ლეფორტი დაინიშნა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე. ბატონმა ლეფორტმა შეცვალა პიერ მორელი, რომელიც იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში 2011 წლის 31 აგვისტომდა და პიტერ სემნები, რომელიც იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში 2011 წლის 28 თებერვლამდე.
ფილიპ ლეფორტის დანიშვნა და მანდატი დადგინდა საბჭოს გადაწვეტილებით 2011/518/ერთობლივი საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში დაფუძნებულია ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებზე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. ეს მიზნები მოიცავს: რეგიონში კონფლიქტების პრევენციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას, საქართველოში კრიზისისა და ნაგორნო კარაბახის კონფლიქტის ჩათვლით, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების ხელშეწყობისა და სხვა შესაფერისი ზომების საშუალებით და ასეთი მოგვარების განხორციელების მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად. მანდატი ასევე მოიცავს რეგიონში მოქმედ მთავარ ძალებთან ერთობლივად კონსტრუქციულ ჩართვას; სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და საჭიროებისამებრ, მათ მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებას და მხარდაჭერას; ისევე როგორც ევროკავშირის ეფექტიანობისა და წარმოჩენის გაზრდას რეგიონში.










