EUMM
En | Ge | Ru
"როდესაც მე ვხედავ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებს, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ " - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი ევროპის დღეს აღნიშნავს RSS RSS

ევროკავშირი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო არენაზე, რომელსაც  რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ინტერესები და ვალდებულებები გააჩნია. საერთო საგარეო პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირი ერთიან პოზიციას წარადგენს ძირითად საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში.

ევროკავშირი არსებით როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ირანთან დიპლომატიის საკითხში და დასავლეთ ბალკანეთში, მათ შორის კოსოვოში, სტაბილურობის განმტკიცებაში. მას გააჩნია ჯარი, პოლიცია და მოსამართლეები, რომლებიც ხელს უწყობენ სიცოცხლის შენარჩუნებას და კონფლიქტების შემდეგ  ქვეყნებისა და რეგიონების სტაბილიზაციას მთელს მსოფლიოში. ევროკავშირი უზრუნველყოფს დახმარებას სტიქიური უბედურებების შემდეგ საგანგებო მდგომარეობების დროს.

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) მაასტრიხტის ხელშეკრულებით დაარსდა, რომელიც ძალაში 1993 წელს  შევიდა და შემდგომში დამატებით   გაძლიერდა  ისეთი დოკუმენტებით როგორიცაა ამსტერდამის ხელშეკრულება (1999), ნიცის ხელშეკრულება (2003) და ლისაბონის ხელშეკრულება (2009).

2009 წლის 1 დეკემბერს ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროსაბჭომ   ქ-ნი კატერინ ეშტონი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლად დანიშნა. იგი ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა საბჭოს და ატარებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. უმაღლეს წარმომადგენელს დახმარებას უწევს ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახური (EEAS).
 
ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის მიზნები მოიცავს:

ევროკავშირის ღირებულებების, ფუნდამენტური ინტერესების, უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის და მთლიანობის დაცვას;

დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის კონსოლიდაციას და მხარდაჭერას;

მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების პრევენციას და  საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებას;

ბუნებრივი ან ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, ქვეყნებისა და რეგიონების დახმარებას.

 

 



მუშაობა უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად
Get the Flash Player to see this player.
© EUMM 2010
Copyright © All rights reserved. European Union Monitoring Mission in Georgia
კრწანისის რეზიდენცია, კრწანისის ქ. 49, თბილისი, საქართველო,
ფაქსი: +87 0782244324, ელფოსტა: press@eumm.eu