ახალი ამბები და სტატიები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

10.09.2014
10 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ამერიკელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ოფისის ძირითადი სტრუქტურის, მისი ამოცანების, საქმიანობის და პასუხისმგებლობის სფეროების შესახებ.

ბრიფინგის შემდეგ დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პატრულირებაში სოფელ ოძისის მიდამოებში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში. მცხეთაში ვიზიტის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადეს და  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების დიდი ინტერესი გამოთქვეს.







Follow us on social media