EUMM
En | Ge | Ru
საფრანგეთის თავდაცვის გაერთიანებული ძალების კოლეჯის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ RSS RSS

პრეს რელიზები რეპორტაჟები ვიდეოები და სტატიები
 
«-- უკან
30.04.2012
30 აპრილს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა ბოლოდროინდელი დაკავების შემთხვევები და ინციდენტები განიხილეს. მათ შორის იყო ზემო ნიქოზისა და ქვემო ნიქოზის სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის ფაქტი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამაფრთხილებელი ნიშნების დაზიანება. ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ელჩმა პოდრიგ მერფიმ შეხვედრის მონაწილეებს ზონკარის კაშხალზე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ჩატარებულ სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შედეგები წარადგინა. 

ყველა მონაწილე დაეთანხმა წინადადებას შემდეგ შეხვედრაზე მოხდეს ინფორმაციის გაცვლა იმ ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების შესახებ, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილია.

შეხვედრა საქმიან და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 25 მაისს გაიმართება.


For contacts for press, please visit the Press and Public Information section.

 



მუშაობა უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად
Get the Flash Player to see this player.
© EUMM 2010
Copyright © All rights reserved. European Union Monitoring Mission in Georgia
კრწანისის რეზიდენცია, კრწანისის ქ. 49, თბილისი, საქართველო,
ფაქსი: +87 0782244324, ელფოსტა: press@eumm.eu