EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
02/05/2024 13:05:11
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/4656/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეშვიდე შეხვედრა გაიმართა

30.07.2014
2014 წლის 30 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეშვიდე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს. მონაწილეებმა წყალმომარაგების საკითხებზე ისაუბრეს და ასევე დაკავებული და უგზო - უკვლოდ დაკარგული პირების ბედი განიხილეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.