პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 56-ე შეხვედრა გაიმართა

24.06.2015
2015 წლის 24 ივნისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეთექვსთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მშვიდი უსაფრთხოების მდგომარეობა და აღნიშნეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ მომხდარ დაკავებათა რაოდენობის შემცირება. მონაწილეებმა წინა შეხვედრებზე დასმული საკითხების განხილვა განაგრძეს.

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენები და მომავალში მათი თავიდან აცილების გზები განიხილეს.

ადგილობრივი ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით, სარწყავი წყლის ნაკადების სამართავად, მონაწილეები სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, სპეციალური კავშირის დამყარებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები ერთ-ერთი ბოლო დროს დაკავებული პირის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2015 წლის 30 ივლისს გაიმართება.





Follow us on social media