EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/02/2020 07:02:02
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/about_eumm/dhom/
 

2020 წლის 1 იანვრიდან, ქალბატონი ქეით ფიერონი ასრულებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას. ამ თანამდებობის დაკავებამდე, ქალბატონი ფიერონი 2018 3 აპრილიდან იყო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე/შტაბის უფროსი. 

ქალბატონი ფიერონი  ირლანდიის მთავრობის მიერაა მოვლინებული. 

მანამდე ის იყო ბრიუსელში, ყველა სამოქალაქო ოპერაციათა ოპერატიულ შტაბბინაში, სამოქალაქო დაგეგმვის და მართვის დირექტორატის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის/დირექტორის სპეციალური მრჩეველი, უფრო ადრე კი კოსოვოში  კანონის უზენესობის ევროკავშირის  მისიის (EULEX) ხელმძღვანელის სპეციალური მრჩეველი.

ჩამოთვლილ პოზიციებამდე, ქალბატონი ფიერონი სუდანსა და ავღანეთში მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით   დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო კოსოვოში საერთაშორისო სამოქალაქო წარმომადგენლობის მიტროვიცას ოფისის ხელმძღვანელი, ასევე იყო ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის პოლიტიკური პარტიის პროგრამის დირექტორის და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე.

1996 წელს ის იყო ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის თანადამფუძნებელი და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შემდეგ კი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ ასამბლეაში ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის შტაბის უფროსი.

ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ და რუსულ ლიტერატურაში, მაგისტრის ხარისხს ირლანდიის პოლიტიკაში, ასევე მაგისტრის ხარისხს სოციალური კვლევების მეთოდოლოგიასა და შეფასებაში. ავტორია 2 წიგნისა (ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ავღანეთში სტაბილიზაციაზე), რედაქტორია მესამე წიგნის (ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ). გამოცემული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ისეთ აკადემიურ ჟურნალებში როგორებიცაა ხიროშიმის მშვიდობის ჟურნალი, ფორდჰემის უნივერსიტეტის საკანონმდებლო მიმოხილვა, საერთაშორისო სწავლების დანიის ინსტიტუტი, შერიგების რესურსები, ფრიდომ ჰაუსი კონფლიქტის მოლაპარაკებებზე, მედიატორობა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელება, ძირითადი ფოკუსით ქალებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და არაფორმალური სამართლის სისტემებზე.

  CV of Kate Fearon


მისიის ყოფილი ხელმძღვანელები:

ბ-ნი. ერიკ ჰოეგი, დეკემბერი 2017- დეკემბერი 2019

ბ-ნი კესტუტის იანკაუსკასი, დეკემბერი 2014 - აგვისტო 2017

ბ-ნი. ტოივო კლაარი, სექტემბერი 2013 - დეკემბერი 2014

ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი, ივლისი 2011-ივნისი 2013

ელჩი  ჰანსიორგ ჰაბერი,ოქტომბერი 2008-აპრილი 2011