EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 22:04:06
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/36745/?year=2020&month=2
 
 უკან

მიუკერძოებლობა ჩვენი მუშაობის ძირითადი ნაწილია

14.02.2020

ვერა სპაჰისკა

მე მქვია ვერა და ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის , მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელი . საქართველოში ჩამოვედი 2017 წლის ოქტომბერში .

ჩემი და ევროკავშირის წარმომადგენელი სხვა კოლეგების სამსახურია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაკვირვება და ანგარიშგება უსაფრთხოების ვითარებაზე .

დღიდან დღემდე ჩვენ დავდივართ მტვრიან გზებზე და ვტკბებით თვალწარმტაცი ხედებით . ჩვენ ვესაუბრებით მამაკაცებს , ქალებს , ბავშვებს და ხანშიშესულ ადამიანებს . ვისმენთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და იმ ადამიანების ისტორიებს , რომელთაც უწევთ კონტროლირებადი გადამკვეთი პუნქტების გადაკვეთა .

მე ვდარდობ ხალხზე ვისაც ყოველდღიურად ვხვდები და ამიტომაც ხშირად რთულია ამ სამუშაოს შესრულება .

როგორც ბულგარეთის შეიარაღებულ ძალებში 30 წლიანი მსახურის გამოცდილების მქონე ადამიანს , რომელიც რამოდენიმე მისიაში წარსულში ნამყოფი იყო ჩამოსვლისას ვფიქრობდი , რომ   ადვილად გავუმკლავდებოდი   ნებისმიერ სირთულეს . ახლა , ადამინისტრაციული სასაზღვრო ხაზის დამკვირვებელთა ჯგუფთან მუშაობის მეორე წელს ვაცნობიერებ რამდენად რთულია ომის მიერ გამოწვეული ზიანის გამოსწორება. 

მიუხედავად ამისა , მე ჯერ კიდევ მჯერავს რომ ჩემი ყოველდღიური ძალისხმევა დავაკვირდე და მოვახდინო ანგარიშგება რეალურ შედეგს მოიტანს კონსტრუქციულ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან . მე მჯერავს კონსენსუსის და ათასობით ოჯახის კვლავ გაერთიანების . მე ვფიქრობ , რომ ჩვენი ყოველდღიური ანგარიშგება მივა საერთაშორისო საზოგადოების ყურამდე , რის შემდეგაც გაგებული იქნება ხმა კაცების და ქალების , ახალგაზრდების და ხანშიშესულების რომლებიც საკუთარი დაბადების ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ .