EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
13/05/2024 13:05:01
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1197/?year=2009&month=12
 
 უკან

აღნიშნეთ ევროკავშირის დღე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად!

23.04.2009
რა იცით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ? გსურთ გაიგოთ უფრო მეტი მის სამუშაოზე საქართველოში და თუ რა როლს თამაშობს მისია ევროკავშირის საერთო საქმიანობის ფარგლებში? ევროკავშირის დღის საზეიმოდ, რომელიც მაისის პირველ კვირაში აღინიშნება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოთხი რეგიონალური ოფისი, მცხეთაში, გორში, ხაშურსა და ზუგდიდში, მრავალი საჯარო ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს.

აღნიშვნა, 24 აპრილს, მცხეთაში დაიწყება და 27 აპრილს  გორის, 28 აპრილს ხაშურის და 29 აპრილს ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში გაგრძელდება. დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისების ტერიტორიაზე მოეწყობა კონფერენციები, პრეზენტაციები, ისევე როგორც თამაშები და კლოუნების წარმოდგენა ბავშვებისათვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ხელმისაწვდომნი იქნებიან კითხვების საპასუხოდ და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. შემოგვიერთდი! გამოვიყენოთ შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად!

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს ოფისში ტელეოფნის ნომერზე 891 22 70 69.