EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2024 15:10:58
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1644/?year=2009&month=12
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულმა მესამე მოსამზადებელმა შეხვედრამ დვანში პოზიტიურ და კონსტრიქციულ ატმოსფეროში ჩაიარა

25.08.2009
 
 
14 აგვისტოს, დვანში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის  ფარგლებში მესამე მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრა საქართველოს, რუსეთისა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარეების მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრას აგრეთვე ეუთოს წარმომადგნლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) შუამავლობით გაიმართა.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
 
“შეხვედრამ ძალიან პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. ყველა მონაწილე იყო ძალიან კონსტრუქციული, რა თქმა უნდა საკუთარი პირვანდელი პოზიციების შეუცვლელად. განვიხილეთ უკანასკნელ პერიოდში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მოხდა ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, მათ შორის აქ, დვანშიც.
 
ჩვენ ასევე განვიხილეთ ადამიანების სავარაუდო დაკავებისა და გატაცების ფაქტები, აგრეთვე რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა მწყემსების და ფერმერის დაკავებას. ამ კონკრეტულ შემთხვევების მიმართ პრაგმატული მიდგომის თაობაზე არსებობდა საერთო განწყობა; დაკავების ნაცვლად, მათი უკან დაბრუნება უნდა მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც მოხდება.
 
ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხები.  რაც შეეხება უსაფრთხოებას, ყველა მხარემ განაცხადა, რომ მდგომარეობა საკმაოდ დადებითია, მაგრამ უნდა შემცირდეს ღამით სროელები. საერთო შეხედულება იყო ის, რომ ბოლო პერიოდში არ მომხდარა არცერთი მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელსაც სიტუაციის ესკალაცია შეიძლებოდა გამოეწვია. უკანასკნელმა ორმა კვირამ იმაზე გაცილებით მშვიდად ჩაიარა,  ვიდრე ეს მედიაში გაკეთებულ განცხადებებში ჩანდა.
 
შეხვედრამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. შევთანხმდით, რომ პროცედურული საკითხები ჟენევაში უნდა გადაწყდეს. ასევე გადავწყვიტეთ, რომ მომავალი შეხვედრა 3 სექტემბერს გაიმართება.