EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2024 15:10:50
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1656/?year=2009&month=12
 
 უკან

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ მეოთხე შეხვედრაზე ბოლოდროინდელი საზღვაო ინციდენტები და გალის რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს

09.09.2009

გალში, 8 სექტემბერს, საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ მეოთხე შეხვედრას დაესწრნენ, რომელსაც გაერო ხელმძღვენელობდა. მთავარ საკითხებს შორის იყო ბოლოდროინდელი საზღვაო ინციდენტები და გალის რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობა.

მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, განსაკუთრებით შავ ზღვაზე მომხდარ ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ინციდენტი, რომელსაც შესაძლოა  უსაფრთხოების კუთხით ჰქონდეს შედეგი, თავიდან იქნება აცილებული და რომ  მოსახლეობას უნდა ეცნობოს იმ ნებისმიერ შესაბამის ზომაზე, რომელიც გალში მაცხოვრებელი ქართველი სკოლის მოსწავლეებისათვის სკოლაში მისვლის შესაძლებლობას უკავშირდება.

განხილულ იქნა რიგი სხვა კონკრეტული საკითხებიც და შეთანხმების მიხედვით, დღის წესრიგს, მუდმივ განსახილველ საგნად, ძველი ინციდენტების განხილვა დაემატება.

მომდევნო შეხვედრა გალში, 22 სექტემბერს შედგება.