ქალთა საერთაშორისო დღემდე, რომელიც სახელმწიფო დასვენების დღეა საქართველოში, მთელი კვირის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საველე ოფისებმა მიიღეს მონაწილეობა და ჩაატარეს ღონისძიებები იმისათვის, რომ წარმოეჩინათ ქალთა როლი საზოგადოებაში და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებში.
5 მარტს, მცხეთის საველე ოფისმა ჩაატარა შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან ქალი პოლიციელებისათვის, რომლებიც მუშაობენ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და კასპის რაიონებში. მეგობრულ ატმოსფეროში, მონაწილეები გაეცნენ პოლიციელ ქალთა რეგიონალური ქსელის წარმატებულ საქმიანობას, რომელიც რომოდენიმე წლის განმავლობაში მოღვაწეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში. მათ ასევე განიხილეს პოლიციელ ქალთა ქსელის შექმნის იდეა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
იმავე დღეს, გორის საველე ოფისმა მონაწილეობა მიიღო პროექტის გახსნის ცერემონიაში, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, დროებით გადაადგილებულ ქალთა და მამაკაცთა დახმარების გაწევის მიზნით, კერძოდ კომპიუტერის შესწავლელი კურსების უზრუნველყოფით.
8 მარტს, ზუგდიდის საველე ოფისი ეწვია კოლექტიურ ცენტრს ზუგდიდში და მოიწვია იქ ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა დისკუსიაზე ქალის როლზე ქართულ საზოგადოებაში, კოლექტიურ ცენტრებში მდგომარეობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით. შეხვედრის მსვლელობისას იყო ნაჩვენები ორი დამაფიქრებელი კინოფილმი გენდერულ საკითხებზე, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსია.
ზუგდიდის საველე ოფისის პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ღონისძიება კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრების დონის შესაფასებლად.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა: “ქალთა საერთაშორისო დღე ყოველ ჩვენთაგანს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას რათა დავფიქრდეთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე, ვიმუშვოთ გენდერული უთანაბრობის აღმოსაფხვრელად. ეს ასევე ეხება საერთაშორისო Uურთიერთობს სადაც ყველამ უნდა შეასრულოს თავისი როლი ამ საერთო მიზნის მისაღწევად. მყარი მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება მიღწეული ქალთა სრულყოფილი მონაწილეობის გარეშე.”
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსურვებს ყველა ქალბატონს ყოველივე საუკეთესოს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.