EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
01/11/2024 02:11:33
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2050/?page=5&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2010 წლის 23 მარტს გალში გამართულ მეთოთხმეტე შეხვედრაზე წამყვან საკითხებს სამოქალაქო პირებთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებზე და სხვადასხვა ინციდენტებზე ინფორმაციის გაცვლა და მდინარე ენგურის გადაკვეთის შესაძლებლობა წარმოადგენდა

27.03.2010
სამშაბათს, 23 მარტს, გალში გაეროს თავჯდომარეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გამართულ მეთოთხმეტე შეხვედრას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების, რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

ჩვეულებისამებრ მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია და განიხილეს  სამოქალაქო პირებთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები და ინციდენტები, რომელთაც ადგილი ბოლო შეხვედრის შემდეგ ჰქონდა. შეეცადნენ გაერკვიათ ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობის კერძო შემთხვევებიც. მოწონებულ იქნა კრიმინალურ საქმიანობასთან ბრძოლაში თანმშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის გზები.

მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა, აფხაზური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები მისიის ზუგდიდის ოფისის მოსანახულებლად მიიწვია, სადაც ისინი შეძლებენ პირადად გაეცნონ ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის საქმიანობას და მის ფუნქციას. ეს საკითხი მისიის მიერ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით იქნება განხილული.

აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე საქმიანი ატმოსფერო სუფევდა. მომდევნო შეხვედრის ჩატარება  გალში  13 აპრილს გადაწყდა.