EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 10:04:25
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2061/?year=2010&month=12
 
 უკან

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

31.03.2010
სამშაბათს, 30 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მცხეთის რეგიონალურ ოფისში ვიზიტის დროს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეოდორ ბაკონში მიესალმა რუმინეთის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერას  და მაღალი შეფასება მისცა 20-ზე მეტი რუმინელი თანამშრომლის გულმოდგინე მუშაობას.

მინისტრს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე შეხვდა. მან მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობის, როლისა და მომავალი გამოწვევების შესახებ და  საშუალება მიეცა შეხვედროდა და ესაუბრა  რუმინელ დამკვირვებელთან და სათაო ოფისის თანამშრომლებთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინელ თანამშრომლებს მათი წარმატებული საქმიანობისათვის და პოზიტიურად შეაფასა ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე რაიონებში სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის საკითხებში მისიის მიერ შეტანილი წვლილი.