EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2022 00:10:01
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2072/?year=2010&month=12
 
 უკან

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) სათაო ოფისს

08.04.2010
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) სათაო ოფისსსამშაბათს 6 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს თბილისში. დელეგაციას შეხვდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე, რომელმაც დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ესმი-ს რეგიონალური ოფისების საქმიანობის სფეროების შესახებ, ადგილზე ყოველდღიური პატრულირების ჩათვლით.   

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს მისიის მიერ რეგიონში ჩატარებულ წარმატებულ მუშაობას. დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს იძულებით გადაადგილებული პირების ზოგად მდგომარეობასთან დაკავშირებით და დაინტერესდნენ მათი დაბრუნების შესაძლებლობით. გენერალმა მიაწოდა მათ დაწვრილებითი ინფორმაცია ამ საკითხებთან და მისიის ჩართულობასთან დაკავშირებით. დელეგაციამ გამოთქვა იმედი, რომ მისიის მანდატი გაგრძელდება 2010 წლის 14 სექტემბრის შემდეგაც, როდესაც მოქმედი მანდატის ვადა ამოიწურება.