EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
05/10/2024 16:10:22
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2144/?year=2010&month=12
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მეჩვიდმეტე შეხვედრაზე სხვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მეჩვიდმეტე შეხვედრაზე სხვა საკითხთა შორის განხილული იყო ბოლოდროინდელი ინციდენტები და გადაადგილების თავისუფლება

27.05.2010

სამშაბათს 25 მაისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს ეგიდით გამართულ მეჩვიდმეტე შეხვედრას დაესწრნენ რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

პროფესიონალურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში   მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია და განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები, ასევე გაიზიარეს შეხედულებები წინა შეხვედრის დროს განხილულ ინციდენტებთან დაკავშირებით. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ საჭიროა გადაადგილების თავისუფლების შეუფერხებელი უზრუნველყოფა, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის.

რაც შეეხება წინა ინციდენტებს, მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი შემთხვევით ჩადენილი დარღვევა მოხდა იმ ფაქტის გამო, რომ ტერიტორია მდინარე ენგურის გასწვრივ არ არის მარკირებული. ამიტომაც გადაწყვეტილ იქნა რომ ტექნიკური ერთობლივი ვიზიტები სასარგებლო იქნებოდა მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. კვლავ აღინიშნა “ცხელი ხაზის” გამოყენების სარგებლობა.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2010 წლის 22 ივნისს.