EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2022 02:10:04
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2249/?year=2010&month=12
 
 უკან

ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია

16.07.2010
14-15 ივლისს ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისსა და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურ ოფისებს მცხეთასა და გორში.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა  ევროპის პარლამენტის წევრი, უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე ბატონი კჟისტოფ ლისეკი, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ  ევროპის პარლამენტის წევრი, უშიშროებისა და თავდაცვის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი იუსტას პალესკისი, ევროპის პარლამენტის წევრი ბატონი პაველ კოვალი და ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის მრჩეველი ბატონი ტომაშ შატკოვსკი. ევროპარლამენტის დელეგაციასთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ასევე ეწვია ბატონი ოლივერ ალენი ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოდან.
მათი ვიზიტის პირველ დღეს მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ჰაბერმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ გენერალმა ჯანვიემ დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია მისიის  შესახებ. მათ მიმოხილეს მისიის მუშაობა, მისი მიღწევები და გამოწვევები. დელეგაციის წევრებმა ასევე ისარგებლეს საშუალებით შეხვედროდნენ თავიანთ თანამემამულეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფიში და ესაუბრათ მისიაში მათი მუშაობის გამოცდილების შესახებ.
მეორე დღეს, დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურ ოფისებს მცხეთასა და გორში. მცხეთის ოფისმა გამართა პრეზენტაცია სტუმრებისთვის  ოფისის შემადგენლობის, პატრულირების სფეროსა და სხვა ღონისძიებების შესახებ. შემდეგ დელეგაცია ეწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს წეროვანში, წილკანში და საგურამოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდის დამკვირვებლებთან ერთად. განხილული იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო მდგომარეობა, საკვანძო საკითხები და საცხოვრებელი პირობები. ამის შემდეგ დელეგაცია ეწვია გორის რეგიონალურ ოფისს და მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულ პატრულირებაში ზემო ნიქოზის საგუშაგოზე, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ უსაფრთხოების მდგომარეობას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს და ეკითხათ მისიის დამკვირვებლებისთვის მათი მუშაობის შესახებ ნდობის აღდგენაზე მომუშავე გუნდის შემადგენლობაში.
დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს მისიის მიზნების თავიანთი მუდმივი მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცეს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მისიის მიერ შეტანილ წვლილს. მათ ასევე შეაქეს მისიის პერსონალის პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი.
 
.