EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 13:04:31
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2256/?year=2010&month=12
 
 უკან

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს

19.07.2010
15 ივლისს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დროს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი ეწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ კოდაში, თბილისიდან სამხრეთ დასავლეთით. იქ მას შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა და ესაუბრა რამოდენიმე მაცხოვრებელთან მათი მდგომარეობისა და გარემოებების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე ისარგებლა შემთხვევით და ესაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჰანსიორგ ჰაბერს და მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ, ჟილ ჟანვიეს.

მათ განიხილეს ზოგადი ვითარება ადგილზე საქართველოში და ის გამოწვევები, რომელიც მისიას მომავალში ექნება. მედიის დამსწრე წარმომადგენლებთან საუბრისას მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და მხარდაჭერა აღუქვა.