EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
09/10/2024 07:10:43
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/235/?year=2008&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟანვიე, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიჰოლ მარტინს შეხვდა

21.11.2008
პარასკევს, 21 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე თბილისის ჩრდილოეთით, სოფელ მუხრანში ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიჰოლ მარტინს შეხვდა. ბ-ნ მარტინი საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ირლანდიელ დამკვირვებლებთან ერთად, იგი მისიის პატრულსაც ახლდა თან. 

შეხვედრის განმავლობაში ბ-ნმა მარტინმა და გენერალმა ჟანვიემ საქართველოში ევროკავშირის მისიის სწრაფი და წარმატებული გამოგზავნა, ჟენევაში გამართული კონსტრუქციული დიალოგი და ადმინისტრაციული საზღვრის გარშემო ადგილზე არსებული სიტუაცია განიხილეს.

მინისტრმა პატრულირებისა და ვიზიტის დასაწყისში გამართული პოლიტიკური შეხვედრების დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზე  ისაუბრა. მან და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც განიხილეს. ბ-ნ მარტინი ხუთშაბათს იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელ ცენტრს ესტუმრა და მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით ახლა იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეხედულებების მოსმენა სურდა.

ვიზიტის განმავლობაში წარმომადგენლები მუხრანში ეკლესიასაც ეტუმრნენ, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.  სოფელში მათ ირლანდიის ელჩი საქართველოში, ბ-ნ ჯოფრი კიტინგი, ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პოლიტიკურ საკითხებში, ბ-ნ რორი მონტგომერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ირლანდიური და ქართული პრესის წარმომადგენლები ახლდნენ.