EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
18/06/2024 00:06:56
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2633/?page=1&year=2011
 
 უკან

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

13.05.2011

2011 წლის 12 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი) საქართველოში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იუსსი სარესსალომ და გორის რეგიონალური ოფისის უფროსმა მანფრედ მაიერმა გააცნეს მინისტრ შვარცენბერგს მისიის მიღწევები და გამოწვევები და ასევე ის გარემო, რომელშიც მისია ფუნქციონირებს.

გორის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად დელეგაცია გაემგზავრა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვრზე მდებარე ერგნეთის საგუშაგოს მოსანახულებლად. მათ განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე.

მინისტრმა შვარცენბერგმა მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუქვა

მისიას ჩატარებული მუშაობისა და რეგიონში სტაბილიზაციის საქმეში შეტანილი  წვლილისთვის.