EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/04/2024 01:04:19
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3502/?year=2012&month=12
 
 უკან

გორის საფეხბურთო კლუბი დილა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო

28.11.2012
25 ნოემბერს და მომდევნო 16 დღის განმავლობაში მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, რის ფარგლებშიც ტარდება ღონისძიებები მოცემულ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად და ადამიანის უფლებათა ამ გავრცელებულ დარღვევასთან დაკავშირებით აქტიური ქმედებების წამოსაწყებად. მთელ საქართველოში  გამართული სხვადასხვა ღონისძიებებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს აღნიშნულ კამპანიას. ამ კამპანიის ხელშესაწყობად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა გორის საფეხბურთო კლუბ დილასთან თანამშრომლობით  რადიო გადაცემების სერია მოამზადა. გუნდის ცნობილი მოთამაშეები დათანხმდნენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მკაფიო გზავნილების გაჟღერებაზე. აუდიო მასალა შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენს ვებ-გვერდზე და რადიო თრიალეთის ეთერში გასული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოველკვირეულ პროგრამაში.

ჩანაწერები საფეღბურთო კლუბ დილას მოთამაშეებთან ქართულ ენაზე:

EUMM radio spot1
EUMM radio spot2
EUMM radio spot3