EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/04/2024 15:04:51
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3564/?year=2012&month=12
 
 უკან

ქალს ვინც დაუწყო გინება აბა თუ შეგვერკინება!

14.12.2012
12 დეკემბერს გაეროს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისადმი მიძღვნილი კამპანიის (UNiTE to End Violence against Women) ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ რაგბის მატჩში. მატჩი ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრებისაგან შემდგარ გუნდს შეხვდა.

კამპანიის სლოგანი „ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება“ განთავსებული იყო პლაკატებზე, რომლებსაც მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა საქველმოქმედო მიზნით ხელი მოაწერეს. „საუკეთესო მოთამაშის“ ტიტული დიპლომატიური კორპუსის საუკეთესო მოთამაშეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრს, იოჰან აქსანდერსს მიენიჭა.