ახალი ამბები და სტატიები

იტალიის თავდაცვის ატაშე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

28.01.2013
28 იანვარს იტალიის თავდაცვის ატაშე ადმირალი ემანუელ ბოტაცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. მას თან ახლდა თბილისში იტალიის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ეუჯენიო კარლუჩი. მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა და სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა  დევიდ ტერნერმა უმასპინძლეს.

თავდაცვის ატაშე ანკარას რეზიდენტია და იტალიას საქართველოსა და აზერბაიჯანშიც წარმოადგენს. სტუმრებს მისიის მანდატის, ბოლოდროინდელი საქმიანობისა და საოპერაციო გარემოს შესახებ უახლესი ინფორმაცია მიეწოდათ. მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს ადგილზე, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ, არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის მიმართ. 

შეხვედრის დასასრულს ადმირალმა ბოტაციმ მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებისათვის. თავის მხრივ, ელჩმა ტიშკევიჩმა მადლიერება გამოხატა იტალიისადმი მისიაში გამოგზავნილი კონტინგენტის და მისიის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის.

Follow us on social media