EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 17:04:11
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3617/?year=2013&month=12
 
 უკან

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად პატრულირებაზე გაემგზავრა

01.02.2013
31 იანვარს საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი დევიდ მორანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებთან ერთად რუხის ხიდთან პატრულირებაზე გაემგზავრა. რუხის ხიდი აფხაზეთსა და თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიას შორის ერთადერთ ოფიციალურ გამშვებ პუნქტს წარმოადგენს. აქ ადმინისტრაციულ საზღვარს ორივე მიმართულებით ყოველდღე დაახლოებით 500 ადამიანი კვეთს. ელჩი მორანი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების შესახებ, ობიექტურ ინფორმაციას გაეცნო.