EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/04/2024 10:04:13
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3663/?year=2013&month=12
 
 უკან

პრეზენტაცია ევროპელი მოხალისეებისათვის

26.02.2013
22 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა მისიის, მისი მანდატის და ბოლოდროინდელი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „სალტო“-ს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრა ევროპელი მოხალისეების სამსახურის კოორდინატორებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო ვიზიტის ნაწილია. ჯგუფი „ახალგაზრდები მოქმედებაში“ პროგრამის ფარგლებში საქმიანობს. პრეზენტაციას ვრცელი დისკუსია მოჰყვა, რომელიც ძირითადად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, დევნილების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის საკითხებს ეხებოდა.