EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 01:04:19
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3708/?year=2013&month=12
 
 უკან

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველთა სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

15.03.2013
14-15 მარტს ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველთა სამუშაო ჯგუფი (RELEX) საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში არსებული პირველი მისიაა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა მრჩეველთა სამუშაო ჯგუფი ეწვია. სტუმრებს მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა უმასპინძლა. ვიზიტის მთავარ მიზანს მისიის ლოჯისტიკასა და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში, მისიას შესაძლებლობა ჰქონდა მაღალი რანგის სტუმრებისათვის, მისიის მანდატის შესაბამისად, საქართველოში არსებული მდგომარეობაც გაეცნო. სტუმრებმა, ასევე მიიღეს ინფორმაცია არსებული გამოწვევებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც ისინი მისიის წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრნენ, რათა პირადად ენახათ ადგილზე განხორციელებული საქმიანობა.