ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიას

25.11.2022
2022 წლის 25 ნოემბერი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის წლევანდელი 16 დღიანი კამპანიის გლობალური თემით „გაერთიანდით! აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. კამპანია იწყება დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და გაგრძელდება 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის დღემდე, და მოუწოდებს ცნობიერების ასამაღლებლად გლობალური ქმედებებისკენ, მხარდაჭერის ძალისხმევის გაძლიერებისკენ და გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ.

გლობალურად, ყოველი 3 ქალიდან 1 განიცდის ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას, არაპარტნიორის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ან ორივეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავაც რჩება ადამიანის უფლებების გლობალურ დარღვევად, რომელიც გავრცელებულია სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ სფეროში ქალთა შეზღუდული მონაწილეობის, მავნე და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და გენდერული სტერეოტიპების გამო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 16 დღიანი კამპანია დაიწყება პარასკევს, 25 ნოემბერს, თანამშრომლების ერთდროული ღონისძიებით ჩვენს სათაო ოფისში თბილისში და 3 რეგიონალურ ოფისში მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში, მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის გახსნითი სიტყვით. მომდევნო 16 დღის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კოლეგები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სკოლებთან და ადგილობრივ თემებთან ერთად გენდერული უთანასწორობისა და გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 


Follow us on social media