EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
30/04/2024 00:04:33
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3772/?year=2013&month=12
 
 უკან

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

11.04.2013

11 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კატარჟინა პელჩინსკა-ნალეჩი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანდჟეი ტიშკევიჩს შეხვდა .

მინისტრმა პელჩინსკა-ნალეჩმა დიდი ინტერესი გამოიჩინა თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით . იგი ასევე   გალის რაიონში უსაფრთხოების ვითარებით დაინტერესდა .

ერთი წლის წინ ქალბატონი პელჩინსკა-ნალეჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად პატრულირებაზე ზუგდიდის მახლობლად იმყოფებოდა და ამჟამად მან მისიის უკანასკნელი ოპერაციული საქმიანობის შესახებ ძალიან კონკრეტული კითხვები დასვა .

ელჩმა ტიშკევიჩმა სტუმრის ყურადღება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ღობეების აღმართვის პროცესს მიაპყრო და მისიის სამომავლო გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა .

გუშინ ქალბატონი პელჩინსკა-ნალეჩი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს   შეხვდა . გარდა ორმხრივი საკითხებისა , მათ ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შესახებ მესამე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ , რომელიც ნოემბერში ვილნიუსში გაიმართება .