EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 11:04:26
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3835/?year=2013&month=12
 
 უკან

შვედეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

07.05.2013
6 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შვედეთის სამთავრობო დამსაქმებელთა სააგენტოს, ფოლკე ბერნადოტეს აკადემიისა და შვედეთის დამსაქმებელთა და დასაქმებულთა სხვა ორგანიზაციების მაღალი რანგის დელეგაცია მიიღო.

დელეგაციას მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჯეი ტიშკევიჩმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლეს. მისიის დაარსების დღიდან 2008 წლის ოქტომბერში შვედეთი იყო მისიაში თანამშრომლების გამომგზავნი ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანა, რისთვისაც მისიის ხელმძღვანელმა წამყვან წარმომადგენლებს, შვედეთის სამთავრობო დამსაქმებელთა სააგენტოს გენერალურ დირექტორს ბატონ ულფ ბენგტსონს და ფოლკე ბერნადოტეს აკადემიის გენერალურ დირექტორს სვენ-ერიკ სოედერს მადლობა გადაუხადა.

ფაქტები და ციფრები მისიის შესახებ

სტუმრებს ადგილზე არსებული საერთო უსაფრთხოების მდგომარეობის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე საქმიანობის და ბოლოდროინდელი გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. პრეზენტაციას ვრცელი დისკუსია მოჰყვა, რომელიც ძირითადად მისიის წარსულ მიღწევებსა და მომავალ მისწრაფებებს ეხებოდა. დღეს, დელეგაცია მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად ოძისში პატრულირებაზე გაემგზავრა და მოგვიანებით შვედ თანამშრომლებს  შეხვდა. ოთხშაბათს შვედეთში დაბრუნებამდე დელეგაცია ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვრცლად მისიის შესახებ