EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 15:04:03
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3847/?year=2013&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ევროპის დღეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ აღნიშნავს

14.05.2013

10 და 13 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა ევროპის დღის აღნიშვნა გააგრძელა, ამჟამად აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებერე ორი სოფლის - ჭალესა და მუჟავის სამოქალაქო  საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.

ასობით სკოლის მოსწავლემ და ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გუნდმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ და მაყურებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეევსოთ კითხვარი მისიისა და ევროკავშირის შესახებ. ვიქტორინა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა და ორი ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა დაახლოებით 250 კითხვარი შეავსეს.