EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/12/2024 21:12:49
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3852/?year=2013&month=12
 
 უკან

"როდესაც მე ვხედავ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებს, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ " - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი ევროპის დღეს აღნიშნავს

20.05.2013

ევროპის დღის აღსანიშნავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა დიდი ხურვალეთის, ფლავისა და  ყელქცეულის სკოლებში კონკურსი ჩაატარა. მოსწავლეებს შესთავაზეს ევროკავშირის დევიზის  "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია"-ს შესაბამისად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის პირადი შეტყობინების გაგზავნა.

16 მაისს დიდი ხურვალეთის სკოლაში დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ცერემონიას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე გორის უნარშეზღუდულთა კლუბის წევრები დაესწრნენ. გორის უნარშეზღუდულთა კლუბი და დიდი ხურვალეთი სკოლის მოსწავლეები მისიის დამკვირვებლებს თბილი, ემოციური და დინამიური გამოსვლებით მიესალმნენ. ევროკავშირის დევიზი "ერთიანობა მრავალფეროვნებაში" კარგად იყო წარმოდგენილი და გადმოცემული ყველა მონაწილის მიერ.

დიდი ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა 15 წლის ნიკა ჯავახიშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისწერა: "რთული დრო იყო 2008 წელს, როდესაც ჩვენ იძულებულნი გავხდით ჩვენი სახლები დაგვეტოვებინა". "კონფლიქტმა შიში ჩამინერგა. [...] მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები ადმინისტრაციული საზღვრისკენ რაღაცის შესამოწმებლად მიემართებიან, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ მათი მეშვეობით მე შევძლებ ქსუისში, ჩემს სოფელში დაბრუნებას".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისი მსგავს ღონისძიებებს 25 მაისს ფლავში და 30 მაისს ყელქცეულში უმასპინძლებს.