EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/05/2024 04:05:36
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3871/?year=2013&month=12
 
 უკან

ფინეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

31.05.2013
მაისის თვის ბოლო კვირას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ფინეთის დელეგაცია სტუმრობდა. მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორს ბ-ნ იუკა ტუონონენს, ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორს ქ-ნ კაია უსისილტას, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ მდივანს ქ-ნ რიტა მენსონენს და კრიზისების მართვის ცენტრის კადრების განყოფილების ოფიცერს ბ-ნ ტაპიო რასანენს მასპინძლობდა. სტუმრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ელჩმა ტიშკევიჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ფინეთის მხარდაჭერისა და მისიაში თანამშრომლების გამოგზავნისთვის (ამჟამად მისიაში 17 ფინელი თანამშრომელი მუშაობს).

მომდევნო დღეებში დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამივე რეგიონალურ ოფისს ეწვია, ესაუბრა ფინელ თანამშრომლებს და მისიის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვრებთან პატრულირებაზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრა.