EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
18/04/2024 18:04:59
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4376/?year=2014&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღეს აღნიშნავს

12.05.2014
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებს როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს. მისიის რეგიონალურმა ოფისებმა ჩაატარეს პრეზენტაციები სკოლებში, სადაც დამკვირვებლებმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააცნეს და ევროკავშირის როლზე ისაუბრეს. წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის დღის აღსანიშნავად გამართულ სპორტულ და სხვა ღონისძიებებში, რომელთა შორის იყო ქართული და საერთაშორისო ცეკვები და სიმღერები.

გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოადგინა სტენდი, სადაც მონაწილეებმა უპასუხეს ვიქტორინის შეკითხვებს და დაურიგდათ საჩუქრები. მისიის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებასთან ერთად სტუმრებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ დამკვირვებლებს, ენახათ მისიის საპატრულო მანქანები და მოერგოთ დამკვირვებლების სამუშაო ატრიბუტიკა.

ღონისძიებები საზეიმო ატმოსფეროში გაიმართა და იგივე სახით მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება.