EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 21:04:49
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4636/?year=2014&month=12
 
 უკან

პოლონეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია

10.07.2014
9 ივლისს პოლონეთის სენატის მაღალი დონის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. დელეგაცია, რომელსაც სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი ხელმძღვანელობდა, პოლონეთის სენატის კომიტეტების მაღალი რანგის თოთხმეტი ოფიციალური პირის და შვიდი ჟურნალისტისგან შედგებოდა. მათ შორის იყო პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი.

დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა რაიან გრისტმა უმასპინძლა და სტუმრებს მისიის მანდატის, მისი საქმიანობისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მარშალი ბორუსევიჩი ასევე მოკლედ გაესაუბრა მისიის პოლონელ დამკვირვებლებს.