EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/04/2024 20:04:58
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4693/?year=2014&month=12
 
 უკან

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

11.09.2014
11 სექტემბერს, სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია.

ბატონ კურცს თან ახლდა ავსტრიის ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის ავსტრიის ელჩი საქართველოში სილვია მაიერ-კაიბიჩი და ავსტრიის წამყვანი მედიის წარმომადგენლები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბის უფროსმა სილვია ზეჰემ და მცხეთის რეგიონალურ ოფისის ხელმძღვანელმა მეტ ვოტლიმ  ავსტრიის დელეგაციას მისიის მანდატის და საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მინისტრმა ისარგებლა შესაძლებლობით და პირადად მიესალმა მისიაში მყოფ  რვა ავსტრიის წარმომადგენლიდან რამდენიმეს. მან ასევე განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების მიმართ.