EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
09/10/2024 07:10:10
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6524/?year=2018&month=12
 
 უკან

ავღნიშნოთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღე!

10.12.2018

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2018 წლის ერთერთ ღირსშესანიშნავ თარიღს - ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს, რომელიც მისიის 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის ბოლო დღეს ემთხვევა. ყოველი წლის 10 დეკემბერი გვახსენებს 1948 წლის დღეს, როდესაც ახლახან შექმნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის საშინელი მოვლენების დასრულების შემდეგ შეთანხმდნენ „საერთო სტანდარტებზე“, რომლებითაც მათი ქვეყნების მთავრობებს უნდა ეხელმძღვანელათ თავიანთი მოქალაქეების მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი შრომის შედეგად მათ შექმნეს დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია.

კაცობრიობის ისტორიის ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ომის დროს იმდროინდელი მსოფლიოს მიერ განცდილი საშინელებების მიმართ დაგროვილი აღშფოთებით იყო ნაკარნახევი. იგი გვახსენებს, რომ კაცობრიობის შავბნელი მხარეები შეიძლება დაძლეულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ გავერთიანდებით და შევთანხმდებით ადამიანის ღირსების პრინციპებზე. მდიდრებსა თუ ღარიბებს, ახალგაზრდებსა თუ მოხუცებს, ამა თუ იმ რელიგიისა თუ ეროვნების წარმომადგენლებს - ჩვენ ყველას ერთი საერთო გვაქვს - ჰუმანურობა. დეკლარაციის შემუშავებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ისეთმა ქალებმა, როგორიც იყო ელეანორა რუზველტი, ვინაიდან ქალები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მსოფლიოში მშვიდობის, განვითარებისა და განვითარების ხელშემწყობები.

ძალადობრივი კონფლიქტის დროს ერთერთი ყველაზე დაუცველი მსხვერპლის როლში ქალები და გოგონები გვევლინებიან. შესაბამისად, ქალები და გოგონები ასევე მშვიდობის არქიტექტორთა რიგებშიც უნდა იყვნენ. ეს არაერთგზის იყო აღიარებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში, ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკაში და საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებში. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს და მისიის მანდატის ფარგლებში ვცდილობთ მათ მაქსიმალურ ხელშეწყობას.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ევროკავშრის მიერ წამოწყებული კამპანიის ბმული იხილეთ აქ.

მოდით, ამ მნიშნვნელოვან დღეს ავღნიშნოთ განურჩევლად ყველა ადამიანის უფლებები , რომლებიც ურთიერთდამოკიდებული და ერთმანეთისგან განუყოფელია.


 

უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტის, ქ-ნი ფედერიკა მოგერინის მიერ ევროპულ პარლამენტში წარმოთქმული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სიტყვა