ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს მისიის მანდატი გააცნო

03.06.2019

30 მაისს , მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქეი ერონი , გორის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე   ჯგუფთან ერთად გორის უნივერსიტეტს ეწვია , რათა   მისიისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ საქმიანობის შ ესახებ პრეზენტაცია წარედგინა . პრეზენტაციისას , ქალბატონ მა ერონ მა ისაუბრა მისიის მანდატზე და განსაკუთრებულ ყურადღება და უთმო გორის რაიონში ჩატარებულ სამუშაოებს . მისიის შესახებ საუბრის დაწყებამდე , მისიის ხელმძღვანელის მოვალეობ ის შემსრულებელმა   მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში ამჟამად განთავსებული მისიების მიმოხილვა წარადგინა .

პრეზენტაციას ესწრებოდა 33- ზე მეტი სტუდენტი , რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ლექციაში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ დასვა კითხვები .

ლექციის შემდეგ , მისიის ხელმძღვანელ ის მოვალეობის შემსრულებელმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო " შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს "   ინტერვიუ მისცა .

გორის ვიზიტის ფარგლებში , მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გორის რეგიონალური ოფისის უფროსის მიქაელა გერასიმის თანმხლებით გორის მერს და მის მოადგილეს შეხვდა , რომლებმაც მისიის მიერ ადგილზე სტაბილურობის ხელშესაწყობათ გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს .

 

ქალბატონ მა იერო ნმა ისაუბრა მისიის მანდატზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გორის რაიონში ჩატარებულ სამუშაოებზე

 

მისიის მოვალეობის შემსრულებელი გორის ეგიონალური ოფისის უფროსთან, მიქაელა გერასიმთან ერთად  გორის მერს და მის მოადგილეს შეხვდა

Follow us on social media