EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 04:04:59
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/peace_prize/news/36795/?year=2020&month=5
 
 უკან

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020

03.05.2020
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020

3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით ცხადდება მე-9 „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“.

პრეს რელიზი

ევროკავშირის პრიზის მფლობელები 7 კატეგორიაში გამოვლინდებიან. 

კონკურსის შესახებ 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.                                                                                                                                                                                                                                კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ? 

ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს (საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს), რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. 

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 დეკემბერი 

განაცხადის ფორმა და სახელმძღვანელო მითითებები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

https://www.euprizejournalism.ge/ge/rules

https://www.euprizejournalism.ge/ge/submit