EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
21/04/2019 14:04:00
ბეჭდვა | დახურვა
 
საკონკურსო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ფოსტით, მოტანილ იქნას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ან გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტით.
 
  1. ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ განაცხადში კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალები:

    ა) სკანირებული შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა;
    ბ) შემდეგი ელექტრონული მასალები: 

    - საკონკურსო კატეგორიებში: “საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში” (კატეგორია A); “საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში” (კატეგორია C) და “საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი/ სვეტი ონლაინ საინფორმაციო მედიაში” (E), მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
         ნაშრომის ელექტრონული ფაილი, რომლის სახელწოდებაში მითითებულია ავტორის სახელი, გვარი და საკონკურსო კატეგორია;
         ელექტრონული ფაილი ბეჭდურ გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ფოტოასლით ან საინფორმაციო ვებ-გვერდზე განთავსებული ნაშრომის ფოტოთი (“სქრინშოთი”), რაც ასაბუთებს, რომ ნაშრომი გამოქვეყნდა.


    საკონკურსო კატეგორიებში “საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში” (კატეგორია B) და “საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში” (კატეგორია D), მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
         ნაშრომის სამაუწყებლო ხარისხით ჩაწერილი ფაილი, რომლის სახელწოდებაში უნდა მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონკურსო კატეგორია; დიდი მოცულობის ფაილების შემთხვევაში, კონკურსანტებმა ნაშრომის ინტერნეტ მისამართი ან “ლინკი” უნდა გამოგზავნონ. თუ ნაშრომი ინტერნეტში არ არის განთავსებული, კონკურსანტებმა ნაშრომი Youtube-ზე უნდა ატვირთონ და შესაბამისი ინტერნეტ მისამართი ან “ლინკი” გამოგზავნონ;
         ელექტრონული ფაილი მოკლე სინოპსისით/ სცენარით იმ ენაზე, რომელზეც ნაშრომი გადაიცა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში. უნდა დასახელდეს პროგრამის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ნაშრომი ეთერში გადაიცა და ეთერში გასვლის თარიღი.
         ელექტრონული ფაილი ინტერნეტ ლინკით ან “სქრინშოთით,” რომლებიც ასაბუთებს, რომ ნაშრომი ეთერში გადაიცა ან ონლაინ მედიაში განთავსდა.


    საკონკურსო კატეგორიაში “საუკეთესო დოკუმენტური ფოტო” (კატეგორია E), მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
         მაღალი რეზოლუციით ჩაწერილი ნაშრომის ელექტრონული ფაილი .jpeg ფორმატში. ფაილის სახელწოდებაში უნდა მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონკურსო კატეგორია. ფოტოს არ უნდა ჰქონდეს საგანგებო ნიშნები, ლოგოები, სახელები ან საზღვრები;
         ელექტრონული ფაილი ფოტოს მოკლე განმარტებით (მაქს. 250 სიტყვა) და ბეჭდური ან ონლაინ გამოცემის სახელწოდება, რომელზეც ნაშრომი პირველად გამოქვეყნდა.
         ელექტრონული ფაილი ბეჭდურ გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ფოტოასლით ან ვებ-გვერდზე განთავსებული ნაშრომის ფოტოთი (“სქრინშოთი”), რაც ასაბუთებს, რომ ნაშრომი გამოქვეყნდა.


    -საკონკურსო კატეგორიაში “კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი” (კატეგორია G), მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
         ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული სტატიების, ბლოგების, თვალსაზრისის, სვეტის შემთხვევაში, კატეგორიებში A, C, E მოთხოვნილი მასალები;
        აუდიო და აუდიოვიზუალური ნაშრომების შემთხვევაში, კატეგორიებში B, D მოთხოვნილი მასალები;
         ფოტო ნამუშევრის შემთხვევაში, კატეგორიაში F მოთხოვნილი მასალები;

     

  2. მონაწილემ უნდა მიღოს შეტყობინება ელექტრონული ფოსტით იმის დასტურად, რომ განაცხადი მითითებულ მისამართზე მიღებულია.

 

ყველა ნამუშევარი უნდა გამოიგზავნოს ფოსტით ან მოტანილი იქნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში 2018 წლის 1 5 ოქტომბრის 5 საათამდე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის მისამართია:

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ნინო ჩხეიძის ქუჩა 38
0102 თბილისი, საქართველო

ან გამოიგზავნოს ელ. ფოსტით მისამართზე submissions@euprizejournalism.eu 2018 წლის 15 ოქტომბრის 5 საათამდე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

თამრიკო მიქაძე,  

პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, 

Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu


 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

ნინო გერზმავა,

პროექტის კოორდინატორი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, 
nino@iwpr.net