EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2024 15:10:32
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/1632/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) სავარაუდო ინციდენტებზე ბრალდებების დაგროვებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს და თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

01.08.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს, ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდო ინციდენტებზე ბრალდებების დაგროვებასთან დაკავშირებით. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგებულმა ჩვენმა დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტს დაადასტურებდა.
იმისათვის, რომ მოხდეს ადგილზე არსებული მდგომარეობის უფრო სრული შეფასება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ესაჭიროება, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ინციდენტს.    

განსაკუთრებით ამ მგრძნობიარე პერიოდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინოს უკიდურესი თავშეკავება, როგორც განცხადებების გაკეთებისას  ასევე ქმედებებში.