EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2024 15:10:49
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/211/?year=2008&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს დვანში განხორციელებულ თავდასხმას

10.11.2008
დღეს დილით, დვანში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.  ორი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა, ხოლო სამი  დაშავდა. ამასთან, ცნობების მიხედვით, აფეთქებას თან სდევდა სროლის ხმა. სიტუაციის შესამოწმებლად ადგილზე იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, მკაცრად დაგმო მოცემული თავდასხმა:

“ჩვენ მეტად შეშფოთებულნი ვართ დვანში დღეს განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და დაშავდა სამი ქართველი პოლიციელი. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და იმედი გვაქვს, რომ დაშავებული პოლიციელები მალე გამოჯანმრთელდებიან.

ეს თავდასხმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით საკროზი-მედვედევის შეთანხმების მიუღებელი დარღვევაა. ინციდენტი სრულად უნდა იქნას გამოძიებული ორივე მხარეზე და დამნაშავენი უნდა მიეცნენ პასხუსიგებაში.
 
აგვისტოს კონფლიქტის ყველა მხარემ  ყველანაირი შეიარაღებული დაპირისპირების დასრულებაზე ვალდებულება ნათლად აიღო.  დღევანდელი თავდასხმა ადმინისტრაციულ საზღვართან  ისედაც დაძაბული სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის საშიშროებას ქმნის. ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ თავიდან აიცილონ შემდგომი პროვოკაციები. ”