EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/05/2024 14:05:16
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3336/?year=2012&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეექვსე შეხვედრა გაიმართა

24.09.2012
24 სექტემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეექვსე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა უსაფრთხოების არსებული  მდგომარეობა, მათ შორის, სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავების შემთხვევები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს. ასევე, განხილული იყო სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლების საკითხი. შეხვედრაზე  ასევე ისაუბრეს იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე, რომლებიც შემოდგომის მოსავლის აღებაზე მუშაობენ.

ამასთან, მონაწილეებმა გამშვები პუნქტების და სათვალთვალო საგუშაგოების გადატანასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით წინასწარი შეტყობინების საკითხი განიხილეს. ხაზი გაესვა ყველა მხარის მიერ სამხედრო ძალისა და ტექნიკის გადაადგილების და სამხედრო წვრთნების შესახებ ადრეული გაფრთხილების მნიშვნელობას.

შეხვედრა საქმიან გარემოში ჩატარდა.

მონაწილეების შეთანხმებით შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.