EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/04/2024 07:04:43
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3342/?year=2012&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ყველა მხარის თანამშრომლობას კარზმანში მომხდარ ბოლოდროინდელ ინციდენტთან დაკავშირებით

02.10.2012

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ყველა მხარეს შორის გამოვლენილ თანამშრომლობის ხარისხს 2012 წლის 29 სექტემბერს კარზმანის/პერევის მახლობლად მომხდარი შესაძლო სახიფათო შედეგების გამომწვევი სროლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც საქართველოს პოლიციის თანამშრომლი დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული საზღვარის მეორე მხარეს. 1 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ქართული მხარისადმი მისმა გადაცემამ სიტუაციის სწრაფ მოგვარებამდე მიგვიყვანა.

შემთხვევის გარემოებების გასარკვევად და მისი სწრაფი მოგვარების ხელშესაწყობად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარესთან იყო კავშირში. მათ შორის მისიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი „ცხელი ხაზით“ ისარგებლა.