პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეცხრე შეხვედრა გაიმართა

18.12.2012
18 დეკემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეცხრე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი დაკავების შემთხვევები და საქართველოს ციხეებში სამხრეთ ოსეთის მკვიდრ პატიმართა ბედი. წინა შეხვედრებზე განხილული დაკარგული სატვირთო ავტომანქანის საკითხი წარმატებულად გადაწყდა. მონაწილეებმა  განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდგარი ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები, კერძოდ კოდის მახლობლად 2 დეკემბერს მომხდარი  სროლის ინციდენტი. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ყველა მხარის მიერ სამხედრო გადაადგილების და სამხედრო წვრთნების შესახებ წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ტიშკევიჩმა მიმართა მონაწილეებს თხოვნით მოახლოვებული სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში გამოჩინონ შემწყნარებლური დამოკიდებულება იმ პირთა მიმართ, რომელთაც სურთ ნათესავებისა და რელიგიური ადგილების მონახულება ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად.

მონაწილეებმა გამოხატეს მადლიერება ეუთოში ირლანდიის თავმჯდომარეობის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ პოდრიგ მერფის მუშაობასთან დაკავშირებით და მიესალმნენ ეუთოს ახალი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს ბატონ ანდრი დეშიცას.

შეხვედრა საქმიან გარემოში ჩატარდა.

მონაწილეების შეთანხმებით შემდეგი შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება.


Follow us on social media