EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
13/11/2024 12:11:52
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37081/?year=2021&month=11
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა ოძისში ვიზიტისას.

14.09.2021
თბილისი, 2021 წლის 14 სექტემბერი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, დღეს ოძისის რაიონში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას უმასპინძლა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში, ალეშ ხმელარჟს. 

ოძისის გადაკვეთის პუნქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და იმ გავლენაზე, რომელიც მათ აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.  

მისიის ხელმძღვანელმა შემდგომ ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესს და გადაკვეთის პუნქტების გახანგრძლივებულ დახურვას ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და მათთვის სამედიცინო მომსახურების, განათლების და სოციალურ სერვისების ხელმისაწვდომობაზე. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟმა მადლობა გადაუხადა მისიას ვიზიტისთვის და იმ წვლილისთის, რომელიც მას როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ სადამკვირვებლო მისიას შეაქვს სტაბილურობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

ჩეხეთის თერთმეტი მოქალაქე მუშაობს ამჟამად მისიაში მათ შორის რეგიონალურ ოფისში დაკირვებლებად.