პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

04.11.2021
თბილისი, 2021 წლის 4 ნოემბერი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი გუშინ შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს. 

მისიის ხელმძღვანელმა და მინისტრმა ახვლედიანმა დეტალურად განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე, ბოლოდროინდელ დაკავების შემთხვევებსა და ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახანგრძლივებულ ჩაკეტვაზე და COVID-19 პანდემიის ზემოქმედებაზე.

ისინი მიესალმნენ ერგნეთში ევროკავშირის სადმაკვირვებლო მისიისა და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით გამართულ სამხრეთ ოსეთის საკითხებზე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისადმი მონაწილეების უწყვეტ ერთგულებას და იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთის საკითხებზე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებიც განახლდება.

ორივე მიესალმა ორ უწყებას შორის ეფექტურ კომუნიკაციას.






Follow us on social media