EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/04/2024 14:04:38
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3718/?year=2013&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეთორმეტე შეხვედრა გაიმართა

18.03.2013
18 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეები მიესალმნენ ინციდენტების, მათ შორის დაკავების შემთხვევების შემცირებას. დადებითად შეფასდა ცხელი ხაზის გამოყენებით დედისა და ბავშვის დაუყოვნებელი განთავისუფლება.

მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლებასა და  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით  აქტუალურია საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სეზონის დადგომისას. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი  შეხვედრის ფარგლებში მოცემულ სოფლებში ვიზიტის შეთავაზება გაჟღერდა.  

მონაწილეებმა განიხილეს ახალგორის რაიონში სამების ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გრაფიკი.

წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ამნისტიის შესახებ.

კვლავ ხაზი გაესვა სამხრედრო წვრთნების შემთხვევაში წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობას.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.