EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
06/02/2023 16:02:36
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37261/?year=2022&month=5
 
 უკან

ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

26.09.2022
თბილისი, 26 სექტემბერი, 2022 წელი –  ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, თავმჯდომარის, ანდრეას მინიხის ხელმძღვანელობით დღეს ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ტიბორ კოზმამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დელეგაციას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას უმასპინძლა. 

მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ტიბორ კოზმა სტუმრებს დიდ ხურვალეთში შეხვდა და მიაწოდა მათ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე. გაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში ვიზიტორებმა ნახეს თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი ქმედებები და ნიშნები, როგორებიც არის ღობეები და სათვალთვალო კოშკი. ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და გამოწვევებზე განათლებასა, ჯანდაცვაზე, საკუთრებაზე ან რელიგიურ ადგილებზე წვდომის მხრივ. 

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს შემეცნებითი ვიზიტისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.